ჯგუფური გარანტირებული ტური — იტალია–საფრანგეთი (11 ღამე | 12 დღე) 🇮🇹 🇫🇷
მარშრუტი:
რომი – ბოლონია – (ვენეცია) – ფლორენცია – გენუა – ნიცა – (მონტე-კარლო) – დიჟონი – პარიზი – ლუარას სასახლეები – ბურჟი – ჟენევა – (ვერონა) – მილანი
ტურის დაწყების თარიღები:
2026: 25.10
2027: 09.05 | 13.06 | 04.07
◾ ტურის ღირებულება: 700 ევრო | 1/2 DBL
ღირებულებაში შედის:
◽️ სასტუმროში განთავსება, დილის საუზმით
◽️ აეროპორტი – სასტუმრო – აეროპორტი, ჯგუფური ტრანსფერი
◽️ ტურის განმავლობაში ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით
◽️ მეგზური მთელი ტურის განმავლობაში
◽️ პროგრამით გათვალისწინებული ექსკურსიები ლიცენზირებულ გიდთან ერთად
◽️ სამოგზაურო დაზღვევა
🚫 ავიაბილეთი ტურის ღირებულებაში არ შედის.
გაითვალისწინეთ:
◾ ღირებულება მოცემულია 1 ადამიანზე, ორადგილიან ნომერში განთავსებით
---------------------------------------------------------
გიზიარებთ იმ ავიაკომპანიებისა და რეისების შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც ვიყენებთ ჯგუფურ გარანტირებულ ტურებზე.
1) კლასიკური იტალია — კვირა–კვირა
Wizz Air — ფიუმიჩინოს აეროპორტის პირდაპირი რეისები.
კვირა–კვირის ტურის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მგზავრი რომში ჩამოფრინდეს დილის 08:00 საათამდე, რათა ჯგუფთან ერთად მოასწროს რომის საფეხმავლო უფასო ექსკურსიაზე წასვლა.
თუ სხვა რეისს ავიღებთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს — ტრანსფერი ჩვეულებრივ მოემსახურება მგზავრს, თუმცა ამ შემთხვევაში პირველი უფასო ექსკურსია გამოტოვებული იქნება.
2) იტალია–შვეიცარია — კვირა–კვირა
EasyJet — ვიყენებთ პირდაპირ რეისებს და ტრანსფერი ჩვეულებრივ ხვდება მგზავრებს.
დროების გათვალისწინება საჭიროა მხოლოდ პარასკევი–პარასკევის ტურის შემთხვევაში: უკან დასაბრუნებელი რეისი უნდა იყოს 18:00 საათის შემდეგ.
ამ სეზონზე EasyJet-ის რეისებს ვარგებთ კვირა–კვირის ტურს
3) კლასიკური ესპანეთი — შაბათი–შაბათი
მგზავრებს ვთავაზობთ ორ ვარიანტს:
1️⃣ Wizz Air — რეისი, რომელიც ბარსელონაში დაახლოებით 16:00–17:00 საათისკენ ჩადის. ამ შემთხვევაში მგზავრი ბარსელონის საფეხმავლო ექსკურსიას ტოვებს - ტრანსფერი კი ჩვეულებრივ მოემსახურება მგზავრს
2️⃣ Lufthansa ან სხვა ავიაკომპანია — ვარჩევთ რეისს, რომელიც ტურის დაწყების დღეს ბარსელონაში 13:00 საათამდე ჩადის. ამ შემთხვევაში მგზავრი ჯგუფთან ერთად უფასო საფეხმავლო ექსკურსიაზეც ასწრებს.
4) კლასიკური საფრანგეთი — შაბათი–შაბათი
ამ ტურზე მნიშვნელოვანია რეისების დროების გათვალისწინება.
ჯგუფური ტრანსფერი მოქმედებს იმ რეისებზე, რომლებიც პარიზში ჩამოდიან 10:30–13:00 საათამდე და უკან მიემგზავრებიან 13:00–18:00 საათის შუალედში. სხვა დროს ჩამოფრენის ან გაფრენის შემთხვევაში ემატება დამატებითი ტრანსფერის საფასური — 60 ევრო ადამიანზე, ერთი მიმართულებით.
❗ აეროპორტიდან ტრანსფერი უზრუნველყოფილია მხოლოდ ორლისა და შარლ დე გოლის აეროპორტებიდან. ბოვეს აეროპორტში ჩამოსვლის შემთხვევაში, ტრანსფერი ტურისტებს ხვდება Paris Porte Maillot-ის ავტოსადგურში. ბოვეს აეროპორტიდან პარიზამდე ტურისტები დამოუკიდებლად უნდა მივიდნენ ტრანსფერის ავტობუსით.